სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 131 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კოვიდ -19-ს 9 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 220 860 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს დღემდე 4 323 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 208 000-ს აღემატება.