რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 8 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 940 245 -ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსეთში ვირუსით კიდევ 391 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 115 871-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ვირუსისგან დღემდე 4.55 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა.
კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიის, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა.