მეუფე ნიკოლოზი - ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და მცირე თევზები, თუ ცხოველები რომ იკბინებიან, ეს ყოველთვის იყო და არაუშავს

ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და ეს მცირე მკბენარა თევზები, თუ ცხოველები, რომ იკბინებიან, ესეთი კბენები ყოველთვის იყო და არაუშავს - მღვდელმთავრებს მინდა მოვუწოდო, მთავარი ჩვენთვის არის ახლა მოთმინება,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჭყონდიდში ახლა რაც ხდება, ეს არის არა დაპირისპირება, არამედ წინააღმდეგობა, რომელსაც დრო ჩააცხრობს და მომავალში არც ეცოდინებათ, რა მოხდა ჭყონდიდში.

"ჩართულია მთელი ეკლესია ამ პრობლემის მოგვარებაში. ათანასე ალექსანდრიელის (ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი) მიმართ არიოზის მომხრეებს იმდენი მრავალფეროვანი წინააღმდეგობა ჰქონდათ, ფაქტობრივად, ეს არის ამოწურული თემა - დრო თავისთავად ჩააცხრობს ამ ყველაფერს. კარგია, რომ არიოზი არ იცით ვინაა, მან ისეთი შფოთი შეიტანა ეკლესიაში, ისეთი დაპირისპირება სისხლისღვრა იყო და დღეს ალბათ, არავინ იცის, ვინაა არიოზი და მადლობა ღმერთს, რომ არ იცით, რადგან ჩაიარა ამ ამბავმა. ეს ჭყონდიდის წინააღმდეგობაც ჩაივლის, ცოტა ხანი გავა და ალბათ, სხვა ჟურნალისტი მოვა ჩემთან, რომელსაც არ ეცოდინება, რა მოხდა ჭყონდიდში რამდენიმე წლის წინ. ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და ეს მცირე მკბენარა თევზები, თუ ცხოველები არ ვიცი, რა ვთქვა, რომ იკბინებიან, ესეთი კბენები ყოველთვის იყო და არაუშავს.

მინდა მღვდელთმთავრებს მოვუწოდო, რომ მთავარი ჩვენთვის არის ახლა მოთმინება, ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და უნდა შევიკავოთ თავი ყველანაირი მრისხანების გამოხატვისგან, თუმცა, ეს მრისხანება არსებობს რა თქმა უნდა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია