ჯო ბაიდენმა ისრაელისა და პალესტინის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

BBC-ის ინფორმაციით, ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ისრაელს მხარს უჭერს, თუმცა ამავდროულად შეშფოთებულია კონფლიქტის ორივე მხარეს არსებული მსხვერპლით.

პალესტინის პრეზიდენტთან საუბრისას კი ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს აშშ-სა და პალესტინას შორის ურთიერთობების გაძლიერებას.

შეგახსენებთ, აშშ „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს და შესაბამისად, ღაზას სექტორის ხელისუფლებას არ ცნობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო