გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეული 17 მაისს გაიმართება

გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეული 17 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება 11:00 საათზე ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, თბილისის მერიისა და საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) მხარდაჭერით, ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199-ე საჯარო სკოლაში (მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49) გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, სკოლის მიმდებარედ მოსწავლეები გაეროს გლობალური კვირეულისთვის განკუთვნილ გზავნილს #StreetsForLife #ქუჩებისიცოცხლისთვის გზაზე დაწერენ და მოუწოდებენ მძღოლებს დაბალი სიჩქარით იარონ იქ, სადაც სკოლის ზონაა და ბავშვები ხშირად გადაადგილდებიან.

„17-23 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მისი გზავნილი - გაუფრთხილდი სიცოცხლეს გზებზე #StreetsForLife #ქუჩებისიცოცხლისთვის, ხოლო თემა ურბანულ გზებზე სიჩქარის ლიმიტების 30კმ/სთ-მდე შემცირება გულისხმობს ბევრად მწვანე და უსაფრთხო გარემოს შექმნას. კერძოდ, დაბალი სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტი ქმნის მწვანე, ჯანსაღ, მავნე ემისიებისგან თავისუფალ და უსაფრთხო ქალაქებს.

ქუჩებში დაბალი სიჩქარით მოძრაობა ხელს უწყობს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და იცავს ყველაზე მოწყვლად საგზაო მოძრაობის მონაწილეებს: ფეხით მოსიარულეებს, ველოსიპედისტებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 94 ადამიანი დაიღუპა და 1613 დაზიანდა. სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული დაზიანებულთა და დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად აღემატება სხვა საგზაო დარღვეევებთან შედარებით გამოწვეულ მსხვერპლს.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში გლობალური კვირეულის განმავლობაში სოციალურ კამპანიას გეგმავს, რაც გულისხმობს სოციალურ ქსელებში ვიდეო და ფოტო მიმართვების გავრცელებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან.

რაც შეეხება სტატისტიკას:

ყოველწლიურად მსოფლიო გზებზე 1,3 მილიონი ადამიანი იღუპება, 50 მილიონამდე ადამიანი კი იღებს მძიმე ტრავმას, ხოლო 15-44 წლამდე ადამიანებში სიკვდილიანობის და საგზაო მოძრაობის ტრავმების მიხედვით დღესაც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ამ ავტოკატასტროფების 93% მთლიანად ან ნაწილობრივ მძღოლის შეცდომის და/ან სხვა ადამიანური ფაქტორების ბრალია. მნიშვნელოვანია გზებზე მსხვერპლის შემცირება როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ლიდერობით, ასევე საზოგადოების გააქტიურებით.

2020 წელს საქართველოში სულ 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, გასულ წელს სულ 6 640 მოქალაქე დაზიანდა, 450 კი გარდაიცვალა. სიჩქარის გადაჭარბებით დაიღუპა 58 პირი, ხოლო დაზიანდა 399.

2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით დაიღუპა 94, ხოლო დაშავდა 1613 პირი, აქედან სიჩქარის გადაჭარბებით დაიღუპა 11, ხოლო დაზიანდა 135 პირი.

„შემოუერთდით სოციალურ კამპანიას, ატვირთეთ სოციალურ ქსელებში საჯარო ფოტო/ვიდეო მიმართვები ჰეშთეგით #StreetsForLife #ქუჩებისიცოცხლისთვის, ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლეს!”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა