Bloomberg - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ვაქცინების 1.43 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.43 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 9.4% -ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის თანახმად, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 23.2 მილიონ ადამიანს უტარდება.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს, სადაც 380 მილიონზე მეტი დოზაა გახარჯული. 270 მილიონი დოზაა გამოყენებული აშშ-ში, 195 მილიონი - ევროკავშირში, 182 მილიონი - ინდოეთში. ყველაზე მეტი მოქალაქე, პროცენტულად, სეიშელის კუნძულებზეა აცრილი, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 63.9 %-ს აქვს გაკეთებული. მას ისრაელი მოჰყვება, სადაც ორივე დოზით მოქალაქეთა 56.3% აიცრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს