ისრაელის მედია - ღაზას სექტორიდან გასროლილმა რაკეტებმა ქალაქ აშკელონში შენობები დააზიანა

გამოცემა Times of Israel-ის ბოლო ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქ აშკელონის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დააზიანა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამავე გამოცემის მიხედვით, ღაზას სექტორიდან ისრაელის საზღვართან ახლოს მდებარე შენობებზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც ახალგაზრდობის ცენტრის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.

აფეთქების მომენტში შენობა ცარიელი იყო და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აფეთქებამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც რამდენიმე დასახლებას ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს