ალუდა ღუდუშაური - დე-იურე მმართველი მელია ეახლა ფარაონს, კრიმინალ სააკაშვილს - დამაკნინებელია, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან დირექტივების მოსასმენად ჩადის

„ნაციონალური მოძრაობის“ დე-იურე მმართველი - მელია ეახლა ბატონს, მათ ფარაონს, კრიმინალ სააკაშვილს - დამაკნინებელია, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან დირექტივების მოსასმენად ჩადის,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდიშაური „ნაციონალური მოძრაობის’ თავმჯდომარის, ნიკა მელიას და პარტიის სხვა წევრების გამგზავრებას უკრაინაში.

ღუდუშაურის თქმით, პარლამენტში შესვლის საკითხზე „ნაციონალური მოძრაობა“ ისე მოიქცევა, როგორც მას სააკაშვილი უბრძანებს.

„მოგვწონს თუ არ მოგვწონს პარტია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, ეს არის ამ ქვეყნის პოლიტიკური ძალა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ბრძანდებიან ეს ბატონები და ქალბატონები. თუმცა, ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ პრაქტიკულად მონურ რეჟიმში, ერთი ნაწილი, რომელმაც თვითონ მოისურვა, რომ მონურ რეჟიმში ყოფილიყო, ვგულისხმობ, „ნაციონალური მოძრაობის“ დე-იურე მმართველს, ბატონს მელიას, ეახლა ბატონს, მათ ფარაონს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არის კრიმინალი და უცხო ქვეყნის მოქალაქე და როგორი დასანახი და დამაკნინებელია, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა ჩადის უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, დირექტივების მოსასმენად. რასაც უბრძანებს სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ მოიქცევა ისე, ყოველგვარი ფარსია იმაზე საუბარი, თითქოს ვინმეს (ამომარჩეველს) უნდა დაეკითხონ და ამის მერე მიიღონ გადაწყვეტილება, არავის უნდა დაეკითხონ გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რამდენიმე განაჩენდამდგარი, კრიმინალი სააკაშვილი. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს თუ არა პარლამენტში, ამაზე პასუხი გასცა ჩვენმა საზოგადოებამ, 2020 წლის არჩევნებზე, თუმცა, მიუხედავად ჩვენი ქვეყნის საზოგადოების დავალებისა, რომელიც გამოიხატა მათთვის ხმის მიცემით და მანდატების გადაცემით, ამაზე ამბობენ უარს და ექვემდებარებიან ერთი ადამიანის - სააკაშვილის დიქტატს,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია