ილჰამ ალიევი - სომხურ მხარეს საზღვრის დემარკაციის პროცესის მიმართ არაადეკვატური რეაქცია აქვს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყაზახ კოლეგასთან, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„ამჟამად საზღვრის დემარკაციის პროცესი მიმდინარეობს და სომხური მხარე ამ პროცესის მიმართ არაადეკვატურ რეაგირებას აჩვენებს,“- განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, სომხეთის გადაწყვეტილება, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის მიემართა სხვა არაფერია, თუ არა საკითხის ინტერნაციონალიზაციის მცდელობა და ის სრულიად უსაფუძვლოა, ვინაიდან საზღვარზე არანაირი შეხლა-შეხლა არ ყოფილა, სიტუაცია სტაბილურია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა