დმიტრო კულება - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ახლა ოფიციალურად არიან „ასოცირებული ტრიო“

დღეს ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე ამ ახალ, კიევში დაარსებულ ფორმატში, ძალები გავაერთიანეთ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმებას ეხმიანება.

„უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ახლა ოფიციალურად არიან „ასოცირებული ტრიო,”- წერს კულება.

შეგახსენებთ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აურელიუ კიკომ კიევში ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას - საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა