„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ანალიტიკურ დოკუმენტს  აქვეყნებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ანალიტიკურ დოკუმენტს აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, დოკუმენტში - „გონივრულ ვადაში გასამართლების უფლების შეფასება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში”, განხილულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე რამდენიმე აქტიური სისხლის სამართლის საქმე, რომლებზეც სასამართლოს საბოლოო განაჩენი (გამამართლებელი ან გამამტყუნებელი) ჯერ არ გამოუტანია.

„კერძოდ: სისხლის სამართლის საქმე, სადაც გაერთიანებულია 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლის, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, პატარკაციშვილების ოჯახისთვის მთაწმინდის პარკისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჩამორთმევის ეპიზოდებში წარდგენილი ბრალდებები და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე, სადაც ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი (საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი) და თეიმურაზ ჯანაშია (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი). მათ საქართველოს პროკურატურა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება.

ანალიტიკურ დოკუმენტში ასახული სამართლებრივი შეფასებები ემყარება ბრალდებულთა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალების ნაწილს.

დოკუმენტის მიზანს არ წარმოადგენს მოცემულ საქმეებში ბრალდებულ პირთა დამნაშავეობის, თუ უდანაშაულობის დადგენა, არამედ შემოიფარგლება სამართლიანი სასამართლო განხილვისა და საქმის გონივრულ ვადაში განხილვის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებითა და შეფასებებით, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ერთი წლის სასამართლო მონიტორინგის პერიოდში, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორები მხოლოდ 4 სასამართლო სხდომას დაესწრნენ, რადგან მეტი სხდომა იმ საქმეებზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებს, არც ჩატარებულა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2020 წლის თებერვლიდან ახორციელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს. მათ შორის არის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა ფონდის

„ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა