არჩილ თალაკვაძე - კახა კუჭავას ბრიუსელში ვიზიტი კიდევ ერთხელ დემონსტრირებაა, რომ ერთგული ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის

პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ვიზიტი კიდევ ერთხელ დემონსტრირებაა, რომ ერთგული ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის და საქართველოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ევროინტეგრაცია და ინტეგრაცია ნატოში , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას პირველი ოფიციალური ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის განმავლობაშიც, პარლამენტის თავმჯდომარე ევროსტრუქტურების მაღალი თანამდებობების პირებს შეხვდება.

„ვფიქრობ, ეს არის ძალიან ნათელი სიგნალი სახელისუფლებო გუნდის მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარე, თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ევროპაში, ბრიუსელში მართავს. ეს არის, კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის და საქართველოს უმნიშვნელოვანესი ამოცანა ევროინტეგრაცია და ინტეგრაცია ნატოში გახლავთ. მსურს კახა კუჭავას წარმატებები ვუსურვო.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად არის წარმომადგენელი ოპოზიციიდან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთგულია იმ სულისკვეთების, რასაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის შეთანხმებაში.

ჩვენ მომხრე ვართ თანამშრომლობაზე ორიენტირებული პოლიტიკის. ჩვენ გვსურს მშვიდი, საქმიანი პოლიტიკური პროცესი და ვფიქრობ ეს შესაძლებელი იქნება უკვე უახლოესი თვეების განმავლობაში”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა