ენტონი ბლინკენი - 24 საათი ვმუშაობთ, რათა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი დასრულდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ძალადობის დასრულების მიზნით ინტენსიურად მუშაობს.

”დიპლომატიური არხების საშუალებით 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რათა კონფლიქტი დასრულდეს, მზად ვართ დახმარების აღმოსაჩენად, თუკი მხარეები ცეცხლის შეწყვეტას მოისურვებენ”, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჟურნალისტებისა და სამედიცინო პერსონალის სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგა, განსაკუთრებით კი იმ კორპუსის განადგურების შედეგად, სადაც Associated Press-სა და სხვა მედია საშუალებების ოფისები მდებარეობდა.

ამასთან, მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია ასობით დაღუპული და დაშავებული ადამიანის გამო.

”შეერთებულ შტატებს ძალზე აშფოთებს ძალადობის ესკალაცია. ასობით ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა, მათ შორის ბავშვები, რომლებიც ნანგრევებიდან გამოიყვანეს”, - აღნიშნა ბლინკენმა.

ბოლო მონაცემებით, ღაზაში, გასული კვირის ორშაბათიდან, 198 პალესტინელი, მათ შორის 58 ბავშვი და 34 ქალი, დაიღუპა. ისრაელში კი ღაზადან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს 10 ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს