შსს-ს დმანისში წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დმანისში წყლის ჭავლის მანქანა შეჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, წყლის ჭავლის ერთი მანქანა მუნიციპალიტეტის მიმართულებით ამ წუთებში გადაადგილდება. მას წინ პოლიციის მაქანები მიუძღვება.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ვითარება მეორე დღეა დაძაბულია. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსი გიორგი ლილუაშვილი სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა