ნატოს გენმდივნის მოადგილე - ალიანსი ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინასა და საქართველოს, რათა თავიდან  აირიდონ რუსეთის უდიდესი ზეწოლა

ნატო ყოველთვის დაუჭერს მხარს თავის პარტნიორებს - საქართველოსა და უკრაინას, რათა დაეხმაროს რუსეთის მხრიდან უდიდესი ზეწოლის თავიდან არიდებაში. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ, ალიანსის საპარლამენტო ალიანსის საგაზაფხულო პლენარული სესიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია აშკარაა: არასოდეს ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას, გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას უკრაინასა და საქართველოში, რათა დავეხმაროთ მათ, წინ აღუდგნენ რუსეთის მხრიდან უდიდეს ზეწოლას“, - განაცხადა ჯოანემ.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი ინარჩუნებს ძლიერ სამხედრო ყოფნას, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ისე მის საზღვრებთან.

„ჩვენ არ ვიღებთ მომხდარ ფაქტს და ძალის გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა გენმდივნის მოადგილემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა