ანონსი 18 მაისი

18 მაისს, 10:00 საათზე, „ბორჯომის“ ქარხნის მუშები აქციას გამართავენ და გაიფიცებიან.
მის: ქ.ბორჯომი თორის ქუჩა 39.
საკონტაქტო: გიორგი დიასამიძე - 995592210021
18 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პარლამენტი, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
18 მაისს, 10:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ბრიფინგს გამართავს.
თემა: საწვავის გაზრდილი ფასი
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; თორნიკე დიასამიძე - 5 97 04 06 08
18 მაისს, 11:00 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი და შეიხი, რომლებიც ბოლნისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, „მედიაცენტრ მთავარში" საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.
მი: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565
18 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშს წარადგენს.
მის: მთაწმინდის პარკი, კლუბ „ანდერვილის“ მიმდებარე ტერიტორია
18 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში ანალიტიკოსი კავკასიის საკითხებში, "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: დმანისში ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შორის მომხდარი დაპირისპირება
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
18 მაისს, 11:00 საათზე, საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვატო შაქარიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ნიკა მელიას ვიზიტი სააკაშვილთან
მის: თავისუფლების მოედანი 2, II სართული
საკონტაქტო: 577260026
18 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: დმანისში ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შორის მომხდარი დაპირისპირება
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
18 მაისს, 11:30 საათზე, გარდაცვლილი ყაზახი ქალის, ასელ აიტპატაევას გაუპატიურებაში ბრალდებულის მურატ მეირბეკოვის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.
მის: გალის ქუჩა #1.
საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565
18 მაისს, 12:30 საათზე, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას, რომლის დროსაც საზოგადოებას ორ მნიშვნელოვან სიახლეს გააცნობს.
მის.: რუსთაველის გამზ. 11
საკონტაქტო პირი: ანუკი კანკია 595 72 04 04
18 მაისს, 13:00 საათზე, საია თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საქართველოს პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტების შესახებ მოსაზრებებს წარუდგენს.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. #8
საკონტაქტო: ლევან ქათამაძე - 577 07 05 00
18 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.
(პლატფორმა Webex-ის მეშვეობით)
18 მაისს, 13:00 საათზე, ბოლნისში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.
მის: ბოლნისი, დავით აღმაშენებლის N48ა, მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი
18 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
18 მაისს, 13:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
თემა: პოლიტიკური კამპანიის დაწყება.
მის: ბარნოვის #40
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 5 99 43 43 08; თორნიკე დიასამიძე- 5 97 04 06 08
18 მაისს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, „მეცნიერთა კონგრესის“ წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრის აპარატს მეცნიერთა კონგრესის წინადადებებს გადასცემენ.
თემა: ქვეყანაში სისტემური ცვლილებები
18 მაისს, 14:30 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭო გაიმართება.
მის: წერეთლის 144
18 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
18 მაისს, 16:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის წევრები აჭარაში კულტურის კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.

























