დავით ზალკალიანმა ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორობის და იმ საერთო მისწრაფებების გამო, რაც უკავშირდება ორი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

ამ მხრივ კმაყოფილება გამოითქვა სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, მიერ ქ. კიევში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმის გამო, რომელიც მხარეთა მოსაზრებით ხელს შეუწყობს სამი ასოცირებული ქვეყნის მეტ ეკონომიკურ და სექტორალურ დაახლოებას ევროკავშირთან და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებას.

მხარეები ასევე მიესალმნენ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ორი ქვეყნის კოორდინირებულ თანამშრომლობას, მათ შორის ალიანსის მოახლოებული სამიტის კონტექსტში.

უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის საერთო გამოწვევას, რაც უკავშირდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და გამოხატეს ურთიერთმხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ოკუპაციის და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების, გათვალისწინებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიზნით კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობას. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართა მხარდაჭერა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის აქტიურ თანამშრომლობაზე შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობაზე, ისევე როგორც მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოხატა მზაობა ეწვიოს საქართველოს და კიევში უმასპინძლოს საქართველოს პრეზიდენტს.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა