ჯო ბაიდენის მრჩეველი ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრების დროს სალივანმა შეშფოთება გამოხატა ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის გამო.

„მან ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო გადაადგილებები არადემარკირებულ საზღვრებთან უპასუხისმგებლო და პროვოკაციული ქმედებაა", - აცხადებენ თეთრ სახლში.

სალივანმა ასევე "ხაზი გაუსვა, რომ ორმა ქვეყანამ უნდა გამართოს ფორმალური მსჯელობა მათი საერთაშორისო საზღვრის დემარკაციისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში სომხეთმა აზერბაიჯანი საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სიუნიქის რაიონში სომხეთის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს. აზერბაიჯანმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მისი ძალები მხოლოდ საზღვრის თავიანთ მხარეს იცავდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა