პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი გაჩნდა მეხუთე სართულზე, იწვოდა დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი ფართი, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სართულებზე. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 14 სახანძრო-ავტოცისტერნა. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება. მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა დაახლოებით 300 მოსახლემდე ევაკუაცია. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური“, - განაცხადა კერესელიძემ.

იხილეთ ვიდეო:პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა