იაპონელი ექიმები ხელისუფლებას ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებენ

ტოკიოს სამედიცინო ორგანიზაცია ხელისუფლებას ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

Reuters-ის ინფორმაციით, „ტოკიოს სამედიცინო პრაქტიკოსთა ასოციაციამ“, რომელშიც 6 000 ექიმია გაერთიანებული, განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ტოკიოში საავადმყოფოები გადატვირთულია.

„ჩვენ მკაცრად მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დაარწმუნოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომ ოლიმპიადის ჩატარება რთულია და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ის”, - აღნიშნულია ასოციაციის მიერ პრემიერ - მინისტრ იოშიჰიდე სუგასთვის გაგზავნილ ღია წერილში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო იაპონიის მთავრობამ ტოკიოსა და რამდენიმე სხვა პრეფექტურაში საგანგებო სიტუაცია 31 მაისამდე გაახანგრძლივა. ოლიმპიადის ჩატარებამდე 3 თვემდე ნაკლები დროა დარჩენილი.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს