ინდოეთში ციკლონ „ტაუკტაეს“ 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთის დასავლეთ სანაპიროს ციკლონი „ტაუკტაე“ დაატყდა თავს, რის შედეგადაც 16 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გუჯარათის შტატის სანაპირო სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ქარის სიჩქარემ საათში 210 კმ მიაღწია, საკუთარი სახლებიდან 200 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ამასთან, ხელისუფლებამ დროებით დახურა პორტები და ძირითადი აეროპორტები. ციკლონმა ასევე დააზარალა კერელას, კარნატაკას, გოასა მაჰარაშტრას შტატები.

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის პროგნოზით, ციკლონი „ტაუკტაე“ უახლოეს საათებში შესუსტდება. Reuters-ი წერს, რომ ქარიშხალი კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აყენებს ინდოეთის ხელისუფლებას, რომელიც კორონავირუსის პანდემიას მთელი დატვირთვით ებრძვის. სააგენტოს ცნობით, ხელისუფლება შეშფოთებულია იმით, რომ ქარიშხლის გამო საავადმყოფოებში სამედიცინო ჟანგბადის ტრანსპორტირება ფერხდება.

იხილეთ ვიდეო:ინდოეთში ციკლონ "ტაუკტაეს" 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო