ალუდა ღუდუშაური - საინტერესოა, ბატონი სააკაშვილი პოლიტსაბჭოა თუ საზოგადოება, რომ მასთან მიდიან დირექტივების მისაღებად - თუ მას სურდა ჩართული ყოფილიყო პროცესებში, არ უნდა მოესროლა და მიეგდო პასპორტი

ვიზიტს ნაკლებად დავარქმევდი ამას, ეს არის მონების მიახლება ბატონთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და პარტიის სხვა წევრების კიევში გამგზავრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის თაობაზე არა მოქალაქეების, არამედ სააკაშვილის აზრს ემორჩილება.

„ვიზიტს ნაკლებად დავარქმევდი ამას, ეს არის მონების მიახლება ბატონთან. ფარსია, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაეკითხოს ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს, საზოგადოებას. ნათლად დავინახეთ, რომ ეს არის ერთი დიდი ტყუილი. სააკაშვილი არის მსჯავრდებული არაერთ ეპიზოდში ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ, გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამიტომ ძალიან საინტერესოა, ბატონი სააკაშვილი პოლიტსაბჭოა, საზოგადოება თუ რომელ ფენას წარმოადგენს, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიის დე-იურე ხელმძღვანელები მიდიან დირექტივების მისაღებად ადამიანთან, რომელიც არაა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. თუ მას სურდა ჩართული ყოფილიყო პროცესებში, არ უნდა მოესროლა და მიეგდო პასპორტი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა