პაატა იმნაძე - ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე? ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!

ბოლო კვირაში კორონას გამო 3 ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე... ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?! ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?! - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის პიკი გადავლილია.

„ნუთუ ისე გაიარა ამ კორონამ, რომ ან ახლობელი არ ჰყავთ, ან მეგობარი, რომ კორონას გამო არ დაკარგა. აი, ეს კითხვა მაქვს, რა ვთქვა აღარ ვიცი... ქეიფს რატომ უნდა შესწირო, შენი ახლობლის სიცოცხლე?!

პიკი გადავიარეთ, ბევრი ღლიცინებს ამ პიკზე, მაგრამ ვისაც გაუვლია ეპიდემიოლოგიის პატარა კურსი, იცის, რომ ჩვეულებრივი ეპიდემიოლოგიური ტერმინია“, - განაცხადა იმნაძემ.

მანვე მასობრივ ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულში დიდი სავაქცინო ცენტრები გაიხსნება.

„მასობრივ ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია აღარ იქნება. მაგალითად, ზაფხულში დიდი სავაქცინო ცენტრები გაიხსნება. ახლა გამოჩნდება, ვინ არის ანტივაქსერი“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ჩინურ ვაქცინებზე - „სინოფარმსა“ და „სინოვაკზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შორის პრაქტიკულად არანაირი განსხვავება არ არის.

„ტრადიციულად, ტექნოლოგიური ტიპით დამზადებული ვაქცინაა. მთელი თურქეთი „სინოვაკითაა“ აცრილი. ასევე, ბუნებაში არ არსებობს ანალიზი, როდესაც ექიმი გეტყვის, ახლა შენი აცრა შეიძლება და ახლა არ შეიძლება. ეს ცუდი სარეკლამო „ტრიუკია“, - განაცხადა იმნაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და უბრალო ადამიანები განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ, ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პოლიტიკური, უფრო მეტიც, საზოგადოებრივი კრიზისის ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 14.06.2021
კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
ლექსუს თბილისი  ევროპის 300 დილერს შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა და უკვე ზედიზედ მეორედ  მიიღო კლიენტთა გამორჩეული მომსახურებისთვის დაწესებული LEXUS KIWAMI-ის უმნიშვნელოვანესი ჯილდო
PSP და MASTERCARD განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას მომხმარებელი უკვე დღეიდან შეძლებს
მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ეკონომიკის განვითარებაში: „კარფური“ 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის