მუსლიმთა სამმართველოს შეიხი - დმანისის მოვლენები 3 ასპექტში უნდა განვიხილოთ და უნდა დაისვას კითხვები: რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს შემდგომში

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის, რამინ იგიდოვის განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდილიყო. მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდება.

„ძალიან შევწუხდით აღნიშნული ფაქტით. ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ აღნიშნული ინციდენტი გადაიზარდა ყოფითი ნიადაგიდან სამეზობლოში, სოფლებში, რეგიონებში, ქალაქებში. არსებობდა საფრთხე, რომ ეს ეთნიკურ კონფლიქტშიც გადაზრდილიყო. აღნიშნული საკითხი 3 ასპექტში უნდა განვიხილოთ. უნდა დაისვას კითხვა, რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება განვითარდეს შემდგომში. რეგიონში როდესაც გვქონდა შეხვედრები, ადგილზე გავეცანით რეალურ სიტუაციას და მიზეზები გამოვიკვლიეთ. რეგიონში მსგავსი ინციდენტები ყოველთვის ხდებოდა და ადგილზე გვარდებოდა, მასშტაბურ კონფლიქტში არ გადაზრდილა. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები, რაც ხდებოდა, არც სამართლებრივ ჭრილში შეფასებულა და არც საზოგადოებრივი რეაქცია ყოფილა. სამწუხარო ფაქტი იყო ის, რომ ხშირ შემხვევაში მედიასაშუალებები არაობიექტურად აშუქებდნენ სიტუაციას ან ერთი მხარის ინტერესებს იცავდნენ, რამაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქციები გამოიწვია“, - განაცხადა რამინ იგიდოვმა.

მისი განმარტებით, საზოგადოების მოწოდება და სურვილი იყო, რომ სიტუაცია მოგვარებულიყო და შექმნილ ვითარებაში ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი შერიგება იყო, რაც გუშინ მიღწეულ იქნა.

„ორივე მხრიდან იყო სურვილი, რომ შერიგებულიყვნენ. ეს საკითხი უნდა დასრულებულიყო, რადგან ისინი ერთად თანაცხოვრობენ, მეზობლად არიან და სურთ, მომავალში კარგი კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეთ, როგორც აქამდე. ინციდენტის დროს იყო ბლაგვი საგნები გამოყენებული. ყველანი ვთანხმდებით, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის ფარგლებში, მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს. პრობლემა პრობლემად რჩება, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო, რომ პროცესები შევაჩერეთ. მშვიდობამ დაისადგურა, მაგრამ მომავალში ჩვენ არაფრისგან დაზღვეული არ ვართ, ამიტომ ჩვენი სურვილი და მოლოდინია, მშვიდობამ და გულწრფელმა თანაცხოვრებამ დაისადგუროს“, - განაცხადა რამინ იგიდოვმა.

ცნობისთვის, დმანისში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა კონფლიქტის დასრულებაზე შეთანხმებით დამთავრდა. მხარეები დმანისის მერიის შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა