"ჰამასი" - ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ არის მიღწეული

ღაზას სექტორში ორგანიზაცია „ჰამასის“ მაღალჩინოსნის განცხადებით, ამ ეტაპზე შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ არის მიღწეული.

მისი თქმით, „ჰამასმა“ უარყო ისრაელის შეთავაზება, რომელიც მოითხოვდა, შეწყვეტილიყო სარაკეტო თავდასხმები ღაზას სექტორიდან სამი საათით ადრე ზავის ამოქმედებამდე.

„ჰამასში“ დაჟინებით ითხოვენ, რომ ცეცხლი ერთდროულად შეწყდეს.

ებრაული მედიის ბოლო ინფორმაციით, თელ-ავივში აშშ-ის საელჩო, ღაზას სექტორიდან განხორციელებული დარტყმების გამო, დროებით აჩერებს საკონსულო განყოფილების მუშაობას, რომელიც ვიზებსა და პასპორტებთან დაკავშირებულ მიმართვებს ამუშავებს.

ისრაელის არმიის პრესსამსახურის ცნობით, დღეს 7:00-დან 19:00 საათამდე ღაზას სექტორიდან 270 რაკეტა გაისროლეს, მათგან 45 რაკეტა სექტორის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, 90 % რაკეტებისა ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანადგურა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს