გიგი უგულავა - მიხეილ სააკაშვილს გუშინაც ვუთხარი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში

პოლიტიკოსი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია აქვს და საკუთარ აზრს უზიარებს. ამის შესახებ გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

უგულავას განცხადებით, მან მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს.

„მეც მაქვს კომუნიკაცია, ჩემს აზრს მას ვეუბნები. მაგალითად, გუშინაც ვუთხარი, რომ ჩემი აზრია, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში. საერთოდ, ვთვლი, რომ პოლიტიკაში მთავარი სიბეცე არის გაბუტვა. მთელი რვა წელიწადი ეს გზა ვიარე, ბევრთან ვიყავი გაბუტული და ახლა ვცდილობ, რომ არავისთან არ ვიყო გაბუტული, ყველას ვუთხრა ის, რასაც ვფიქრობ - დავარწმუნო იმაში, რასაც ვფიქრობ, რომ სწორია. ამას ხან ვახერხებ, ხან - ვერ ვახერხებ. ამიტომ არ ვაპირებ არავისთან გაბუტვას, არც ჩაჯინებას“, - განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა