აშშ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს წამქეზებლური სიტყვებისგან და ანტისემიტური შინაარსის კომენტარებისგან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ებრაელ ხალხთან დაკავშირებით ბოლო დროს გამოთქმული კომენტარები ანტისემიტურ განცხადებებად შეაფასა და მკაცრად დაგმო.

„მოვუწოდებთ პრეზიდენტ ერდოღანს და თურქეთის სხვა ლიდერებს, თავი შეიკავონ წამქეზებლური სიტყვებისგან, რამაც შეიძლება შემდგომი ძალადობა გამოიწვიოს. ანტისემიტური ენის ადგილი არსად არ არის”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

ერდოღანმა ისრაელი ღაზას სექტორის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების გამო გააკრიტიკა და „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა და განაცხადა, რომ „ეს მათ ბუნებაში დევს.“

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს