ფინანსთა მინისტრის მოადგილე - რაც პანდემია არსებობს უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა - ბიუჯეტის რეალური პარამეტრების დაბრუნებას ალბათ, 2-3 - წლიანი პერიოდი დასჭირდება

პანდემიამ უმუშევრობის მაჩვენებელი გაზარდა და უმუშევრობის ზრდა სოციალურ ხარჯებსაც დაეტყო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიშს განიხილავენ.

ამასთან, კაკაურიძე ვარაუდობს, რომ ეკონომიკის სრული აღდგენა წელს ვერ მოხდება და 2019 წლის პარამეტრების დაბრუნებას 2-3 წელი დასჭირდება.

"გასული წლის მეორე ნახევარმა და წლის პირველმა კვარტალმა, რაც პანდემია არსებობს და ქვეყანაში შეზღუდვები გვაქვს, უმუშევრობის მაჩვენებელი გაზარდა. რა თქმა უნდა, უმუშევრობის ზრდა დაეტყო სოციალურ ხარჯებსაც, ოჯახების გარკვეული კატეგორია მოხვდა იმ ზღვრული მაჩვენებლის ქვევით, როცა ბიუჯეტიდან სჭირდებათ დახმარება და ეს ბიუჯეტის დამატებითი ხარჯია. თუმცა, ამის შეფასება ცოტა ნაადრევია იმ კუთხით, რომ როცა ჩვენ შევძლებთ და შეზღუდვების გარეშე დავიწყებთ ცხოვრებას, რამდენად სწრაფად მოახერხებს ეკონომიკა აღდგენას, ამაზე იქნება დამოკიდებული, რა დატვირთვა ექნება ამ კუთხით ბიუჯეტს. რა თქმა უნდა, გარკვეული დატვირთვა ყველანაირ ვარიანტში დარჩება, რადგან წელს სრული აღდგენა ვერ მოხდება და 2019 წლის რეალური პარამეტრების დაბრუნებას ალბათ, 2-3 წლიანი პერიოდი დასჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი, წლის მეორე ნახევარი იქნება საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით და მომდევნო წელს უკვე შესაძლებელი იქნება შეფასება, ეს არის თუ არა უმუშევრობის მუდმივი ზრდა და ეს რამდენად დააწვება სპეციალურ ხარჯებს, რამდენად დააწვება ეკონომიკას პანდემიის გავლენა",- განაცხადა კაკაურიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს