მაჰმუდ აბასი - იერუსალიმი არის ჩვენი მარადიული დედაქალაქი და მის ნაცვლად არაფერს მივიღებთ, მის გარეშე არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის მარადიული დედაქალაქია და ამ მხრივ რაიმე ცვლილებას არ მიიღებს.

როგორც აბასმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ვირტუალურად მიმართვისას აღნიშნა, იერუსალიმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის საერთო საფუძველი, რომლის გარშემოც პალესტინელი, არაბი, ისლამისტი ერები ერთიანდებიან და მის გარეშე ყველაფერი ამაოა.

„იერუსალიმი არის ჩვენი მარადიული დედაქალაქი და მის ნაცვლად არაფერს მივიღებთ. მის გარეშე აქ არ იქნება არც მშვიდობა, არც უსაფრთხოება, არც სტაბილურობა და არც თანხმობა ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში“, - აღნიშნა აბასმა.

მან ისრაელის ქმედებებს „ორგანიზებული სახელმწიფო ტერორიზმი“ და ომის დანაშაული უწოდა, რაც საერთაშორისო სამართლით დასჯადია. აბასმა პირობა დადო, რომ „ბოროტმოქმედები პასუხს აგებენ საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო