თეა ახვლედიანი ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებთან არსებული გენდერული საბჭოების წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სამეგრელოში ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებთან არსებული გენდერული საბჭოების წევრებს შეხვდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

თეა ახვლედიანმა გენდერული საბჭოების წევრებს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში განსაზღვრული სამომავლო გეგმები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ახლად შექმნილ ქალთა საკონსულტაციო პლატფორმაზე -„ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - საკონსულტაციო პლატფორმა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე", რომლის მიზანიც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელება და სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის გაძლიერებაა.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელეს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებისთვის გენდერული თანასწორობის პრიორიტეტულობას. თეა ახვლედიანის თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი კვლავაც განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას”,- აღნიშნავენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა