ჰეიკო მაასი - ისრაელს მასიური და მიუღებელი თავდასხმებისგან თავის დაცვის უფლება აქვს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი აცხადებს, რომ ისრაელს მასიური და მიუღებელი თავდასხმებისგან თავის დაცვის უფლება აქვს.

„სანამ არსებობენ სახელმწიფოები და ჯგუფები, რომლებიც ისრაელს განადგურებით ემუქრებიან, მას უნდა შეეძლოს საკუთარი მოსახლეობის დაცვა. გერმანია გააგრძელებს წვლილის შეტანას, რათა ასე მოხდეს,“ - აღნიშნა მაასმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბი აშკენაზისთან შეხვედრისას.

მისი თქმით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თავდასხმების მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ამიტომ, გერმანია მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის ძალისხმევას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო მცდელობებს და დარწმუნებულნი ვართ, რომ ძალადობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. მსხვერპლთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ეს ძალიან გვაწუხებს და ამიტომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, - განაცხადა მაასმა.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში დღეს ჩავიდა.

იხილეთ ვიდეო:ჰეიკო მაასი - ისრაელს მასიური და მიუღებელი თავდასხმებისგან თავის დაცვის უფლება აქვს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა