ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა „თბილავიამშენში“ პრაქტიკული სწავლება გაიარეს

საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა სს „თბილავიამშენში“ 5-კვირიანი პრაქტიკული სწავლება გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ოფიცრებს პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა პრაქტიკული მომზადება სს „თბილავიამშენის“ ბაზაზე გაევლოთ. ასევე, კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განეხორციელებინათ.

„ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა საერთო საჯარისო დისციპლინები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის საფუძვლები შეისწავლეს. ოფიცრები საფრენ აპარატებთან, საჰაერო სივრცისა და საჰაერო მოძრაობის მართვასთან. ასევე საჰაერო აპარატების კონსტრუქციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც გაეცნენ. საერთო საჯარისო ცენტრის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი თორმეტმა მსმენელმა გაიარა. კურსი 32 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის მსმენელებმა სს „თბილავიამშენში“ პრაქტიკული სწავლება გაიარეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა