ანონსი 21 მაისი

21 მაისს, 09:00 საათზე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) დირექტორთან, თამარ იოსელიანთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

მის: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

საკონტაქტო: ინგა ნიკაგოსიანი - 577 293 979, ელენე ზამთარაძე - 568 999 324

21 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეოთხე შეხვედრა გაიმართება.

კომისიას საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, უნგრეთის მხრიდან კი - საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგჰა.

სხდომას ასევე დაესწრება უნგრეთის ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი.

21 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID)) ხელი ეწერება საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“

ცერემონიას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

შეთანხმებას ხელს აწერენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

21 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

21 მაისს, 11:00 საათზე, „კავკასიური სახლი“ უმასპინძლებს პრესკონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მწერალი ნაირა გელაშვილი, პარლამენტის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი, ეკონომისტი დავით ადეიშვილი, პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე და სხვები.

თემა: მხარდაჭერას გამოუცხადებენ 23 მაისს, 14 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო დემონსტრაციას. ამასთანავე, გაახმოვანებენ თავიანთ მოთხოვნებს ხელისუფლებისადმი და გაავრცელებენ დამატებით მოწოდებებს აქციის მონაწილეებისადმი.

მის: გალაკტიონ ტაბიძის #20

საკონტაქტო: 555 27 74 03

21 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

21 მაისს, 11:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლაში, თანასწორობის კუთხე გაიხსნება.

საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577 211 300

21 მაისს, 11:00 საათზე, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით NGO-ეობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

საქართველოს პარლამენტი, C კორპუსი, ბრიფინგების ოთახი 410

21 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თეოლოგი ნუგზარ ბარდაველიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქთან. შესაძლოა, თუ არა ანტიოქიის საპატრიარქო აფხაზურ ეკლესიას ავტოკეფალიის აღიარების მიღწევაში დაეხმაროს? როგორი უნდა იყოს საქართველოს საპატრიარქოს რეაქცია.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 მაისს, 12.00 საათზე, ბათუმში „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ოთხ პროფესიულ სასწავლებელთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

ღონისძიებას დაესწრებიან ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ევროკავშირის დელეგაციის, „საქართველოს გაეროს ასოციაციის“, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: სასტუმრო „ლე მერიდიენ ბათუმი“, ნინოშვილის ქუჩა და ჟღენტის ქუჩა

21 მაისს, 12:00 საათზე, ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი, ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს, „ნამოხვანჰესის მშენებლობის“ შეჩერებისა და მთავრობის იმ განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც რიონის ხეობაში 600 ჰექტრამდე მიწა კომპანია „ნკ“-ს პრაქტიკულად უსასყიდლოდ გადაეცა.

მის: ბათუმი, საკონსტიტუციო სასამართლო.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 597 001 923

21 მაისს, 12:00 საათზე,პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).

21 მაისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თეოლოგი ლევან აბაშიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქთან. შესაძლოა, თუ არა ანტიოქიის საპატრიარქო აფხაზურ ეკლესიას ავტოკეფალიის აღიარების მიღწევაში დაეხმაროს? როგორი უნდა იყოს საქართველოს საპატრიარქოს რეაქცია.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

21 მაისს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ორგანიზაციის ოფისში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თემა: გელათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილებების მართლზომიერება და გამჭვირვალობა, სახელმწიფო და კერძო შემსრულებელი ორგანიზაციების როლი და საკითხის სამართლებრივი ანალიზი.

მის: თამარ მეფის გამზ. 4 / დავით აღმაშენებლის გამზ. 171

საკონტაქტო: 599 29 12 02

21 მაისს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია Voice from Georgia, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS) დახურულ, დისკუსია-მრგვალ მაგიდას გამართავს.

თემა: ,,საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები - 2021 წელი; რა ვქნათ?!”

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს უნივერსიტეტი, პროფესორი - ლაშა ძებისაშვილი; GIPA - პროგესორი თორნიკე შარაშენიძე; საქართველოს პარლამენტის წევრი, დეპუტატი თეონა აქუბარდია; GRASS-ის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი; კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო და კვლევების ცენტრის CYSEC დამფუძნებელი - ანდრო გოცირიძე; ჟურნალისტი - ირაკლი ტაბლიაშვილი.

მის: შიო ჩიტაძის ქუჩა 3ა

საკონტაქტო: ინგა სამხარაძე - 593 32 99 91

21 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

21 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგში“ პარაწოლჭიმში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება.

ტურნირს დაესწრებიან საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

საკონტაქტო: ნინო - 599 87 47 74

21 მაისს, 14:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას დაესწრება.

მის: ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვარჯანისი (სასტუმრო „შატო ივერი“).

21 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაიმართება.

მის.: ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვარჯანისი, სასტუმრო „შატო ივერი".

21 მაისს, 15:00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტში, უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მის: სარაჯიშვილის ქ. 17

საკონტაქტო: სალომე აბუაშვილი - 598 78 71 06

21 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა ხაბარელი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, 0 სართული).

21 მაისს, 16:00 საათზე, ბორჯომის N1 ქარხანასთან ზესტაფონელი მეტალურგები, ჭიათურელი მაღაროელები, რუსთავის აზოტის თანამშრომლები, მძღოლები, მეტროს მუშაკები, რკინიგზელები და პროფკავშირების სხვა წევრები სს ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. აქციას შეუერთდება პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

მის: ბორჯომი თორის ქ.39

21 მაისს, 17:30 საათზე, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, გამომცემლობა „ინტელექტის“ და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანამშრომლობით, დრამატურგსა და მწერალ, ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა გაიმართება.

საკონტაქტო: სალომე ბენიძე 577 211 300

21 მაისს, 18:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

21 მაისს, 18:00 საათზე, დიღმის მასივში, კინოსტუდიის ეზოში აღინიშნება სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ფრაგმენტი პატრიკ კაზალსის ფილმიდან და დაირგვება მსახიობის სახელობის ხე.

მის: დიღმის მასივი, მეოთხე კვარტალი, ახმეტელის 10ა

საკონტაქტო პირი: ლევან ყუფარაძე 557533009

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო