სერგი კაპანაძე - თუ მაჟორიტარულ ოლქებში ბევრი ოპოზიციონერი კანდიდატი იქნება, "ქართულ ოცნებას" გამარჯვებას უბრალოდ ვაჩუქებთ - აქ გამოჩნდება, ვის არ აქვს პოლიტიკური სიმწიფე

მგონია, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, რადგან პარტიაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, ჯერჯერობით პაუზის აღება სწორია, თუმცა, ეს პროცესი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევა, ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება გაგრძელდება.

„ჩემი აზრით, სწორია რაღაც პაუზის აღება, ორივე „ბანაკს“ შორის იყოს ცივილური კონსულტაციები და მერე მიიღონ ერთიანი გადაწყვეტილება. უბრალოდ, ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, მაქსიმუმ ერთ კვირაში უნდა ჩამოყალიბდნენ. მგონია, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევა. ოღონდ არც ის მგონია, რომ პარლამენტში შესვლა რაღაც პანაცეა იქნება და ყველა პრობლემა მოგვარდება. თუ ისინი პარლამენტი არ შევლენ, მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს შეცდომა იქნება ისაა, რომ უახლოესი რამდენიმე თვე, სამწუხაროდ, ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება გაგრძელდება. მათი შესვლით, ეს დაპირისპირება დასრულდება“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება ყველა პარტიას მოუწევს.

„რაც შეეხება მერის საკითხს, მგონია, რომ საბოლოოდ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან. ოღონდ იმას კი არ ვამბობ, რომ შეთანხმებით ერთი კანდიდატი იქნება და მას მხარს დაუჭერენ, მგონია, რომ თამაშის წესებზე შეთანხმდებიან. დღეს პოლიტიკურად გაზრდილები არინ პოლიტიკური ძალები, რომ დიდი დაპირისპირების და გადაგდებების გარეშე შეთანხმდნენ. გაერთიანება იქნება თუ არა, არ ვიცი. ვსაუბრობ იმაზე, რომ საერთო სტრატეგიაზე შეთანხმება ყველას მოუწევს. ამ საერთო სტრატეგიაზე შეთანხმებიდან განდგომა გაცილებით უფრო მძიმე ამბავი იქნება, ვიდრე დღეს არის წარმოჩენილი, რომ ვინც დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, ეს არის მძიმე ამბავი“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი შეფასებით, უდავოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით პროცესებში ერევა და მის სიტყვას გავლენა აქვს.

„სააკაშვილს ალბათ, ექნება თავისი მოსაზრება. 2016 წელს ჩვენი მთავარი დაპირისპირება მაგის გამო მოხდა. სააკაშვილი მაშინ მიიჩნევდა, რომ პარლამენტში არ უნდა შევსულიყავით, და მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ დიდმა ნაწილმა მას ამაზე უარი უთხრა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ განცალკევება მოჰყვა. ისე არ არის, რომ რასაც სააკაშვილი იტყვის, ისე იქნება, თუმცა მის სიტყვას გავლენა ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს“, - განაცხადა კაპანაძემ.

მან ასევე „მცდარი“ უწოდა „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებას, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებს და პარლამენტში არ შედის.

„მცდარი გადაწყვეტილებაა ის, რაც მიიღეს პარლამენტში არშესვლასთან და შეთანხმების დოკუმენტის ბოიკოტთან დაკავშირებით. მესმის არგუმენტები, რატომაც არიან ისინი ამ პოზიციაზე, მაგრამ მგონია, რომ ამ არგუმენტებში ცდებიან. ისინი არ ეთანხმებიან იმას, რომ ამ დოკუმენტმა შეიძლება რაიმე გარღვევა მოახდინოს, არ ეთანხმებიან იმას, რომ ეს დოკუმენტი საერთოდ შესრულდება. ხშირად მსმენია, რომ პარტიის ლიდერები რომ ვერ შედიან პარლამენტში, იმიტომ ამბობენ უარს, დარწმუნებული ვარ, ასე არ არის იმიტომ, რომ ამ დისკუსიებს ვესწრებოდი კიდეც და ეს არაფერ შუაში არ არის. მართლაც გულწრფელად სჯერათ, რომ ამ დოკუმენტზე შეერთება ცუდი იქნებოდა. ცუდი ის არის, რომ ამის შედეგად ტარიელ ნაკაიძეც დაკარგეს, სხვა ადამიანებიც, რომლებიც “ევროპული საქართველოს“ სიით გავიდნენ და პარლამენტში დარჩნენ. რა თქმა უნდა, ეს პარტიისთვის კარგი არ რაის“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოში“ ენერგიულობა პრობლემა არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება.

"ძალიან ვგულშემატკივრობ მათ, მგონია, რომ ისინი პოლიტიკურ ავანსცენაზე დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან, უბრალოდ, რეზულტატებზე და სტრატეგიაზეა დამოკიდებული, ამ საარჩევნო კამპანიაში რას გააკეთებენ, არჩევნებში რა შედეგები იქნება და მერე როგორ გაგრძელდება“,- განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატების დასახელებას, როგორც სერგი კაპანაძე აცხადებს, თუ ბევრი ოპოზიციური კანდიდატი დასახელდება, ამით, ოპოზიციური სპექტრი „ქართულ ოცნებას“ „გამარჯვებას აჩუქებს“.

„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ ყველა ოპოზიციური ძალა უნდა შეთანხმდეს მაჟორიტარობის კანდიდატებზე. ადგილობრივ არჩევნებზე მაჟორიტარი კანდიდატების არსი ყველას გვესმის, ვინც მეტ ხმას იღებს, ის იგებს. ამიტომ, ბევრი ოპოზიციური კანდიდატი თუ იქნება, უბრალოდ ვჩუქნით მაშინ ამ გამარჯვებას „ქართულ ოცნებას“. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამის გონივრულობა ყველას ეყოფა. აქ სჯობს შენი კანდიდატი დათმო, ვიდრე ბრძოლაში შეხვიდე, თქვა, რომ მე მაინც დავაყენებ და უეჭველი წააგო. ჩემი აზრით, ეს იქნება ერთ-ერთი კრიტერიუმი იმისა, რომ შემდეგ ვთქვათ, ვის არ აქვს პოლიტიკური სიმწიფე ამ პროცესში“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი შეფასებით, ასევე უნდა განისაზღვროს, რომელ ქალაქში, რა კონფიგურაციით არის მომგებიანი კანდიდატების დაყენება და ამისთვის კონკრეტული

მისი შეფასებით, ასევე უნდა განისაზღროს, რომელ ქალაქში, რა კონფიგურაციით არისმომგებიანი კანდიდატების დაყენება და ამისთვის კონკრეტული ანალიზია ჩასატარებელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა