მსოფლიო ლიდერები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხმიანებიან

მჯერა, რომ პალესტინელები და ისრაელელები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხოდ და დაცულად ცხოვრებას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რითაც ის ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებას გამოეხმაურა.

”ჩემი ადმინისტრაცია განაგრძობს მშვიდ, უშურველ დიპლომატიას ამ მიზნის მისაღწევად. მჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად რეალური შესაძლებლობა გვაქვს და მზად ვარ, ამისთვის ვიმუშაო,“- განაცხადა ბაიდენმა.

ეგვიპტის პრეზიდენტის აბდულ ფათაჰ ალ-სისის თქმით, ის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა და მათ იმ ფორმულის მიღწევაზე იმსჯელეს, რომელიც ისრაელსა და ღაზას შორის არსებულ კონფლიქტს დაამშვიდებდა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ის ისრაელსა და „ღაზას“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება.

„ყველა მხარემ უნდა იმუშაოს, რომ ცეცხლის შეწყვეტა მყარი იყოს და დასრულდეს ძალადობის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის მიუღებელი ციკლი. გაერთიანებული სამეფო აგრძელებს მშვიდობის დამყარების ძალისხმევას,“- განაცხადა დომინიკ რააბმა.

ცეცხლის რეჟიმის ამოქმედებას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც.

„ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს პასუხისმგებლობა აკისრიათ სიმშვიდის აღდგენის მიღმა : სერიოზული დიალოგის დაწყება კონფლიქტის ძირითადი მიზეზების გადასაჭრელად,“- აღნიშნა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 02:00 საათიდან შევიდა ძალაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს