კახა კუჭავასა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს ანდრეას ნორლენს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შვედეთის პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა როგორც მას, ასევე მთელს პარლამენტს. ამასთან, საუბარი შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებულ დოკუმენტის იმპლემენტაციაზე და ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უფრო მეტად კონსენსუსზე და თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული. ყურადღება გამახვილდა 2024 წლის განაცხადზე, რომელსაც საქართველო ევროკაშვირში გაწევრებასთან დაკავშირებით გააკეთებს.

ხაზი გაესვა იმ ურთიერთობებს, რომელიც მხარეებს შორის ყოველთვის არსებობდა. განსაკუთრებით აღინიშნა გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასოცირების შეთანხმდება და ამბიციური რეფორმების განხორციელება, რაშიც შვედეთის პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავას თანადგომა აღუთქვა.

მხარეებმა მეგობრობის ჯგუფების ფორმატის კიდევ უფრო გაძლიერებისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღნიშნულ შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა