ანონსი 22 მაისი

22 მაისს, 10:00-დან 17:30 საათამდე, ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებს უმასპინძლებს.
22 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენებენ.
ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება.
22 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
22 მაისს, 11:30 საათზე, „მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია" გამართავს ბრიფინგს.
თემა: თბილისის მერიის ინიციატივა, პანდემიის პირობებში გაზრდილი დაზარალებულ მენაშენეთა რაოდენობა.
მის: სააკაძის მეორე გასასვლელი 11 ა
საკონტაქტო ნომერი: 577 961438
22 მაისს, 12:00 საათზე, განათლების სამინისტროსთან ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ.
საკონტაქტო: მანანა ანდღულაძე 599 02 4323
22 მაისს, 12:30 საათზე, ანა დოლიძე პარტიას „ხალხისთვის“ აფუძნებს.
მის: აღმაშენებელის გამზირი 103/105 ყანჩელის ბაღი (არტოს ბაღი)
საკონტაქტო: 599437403
22 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
22 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

























