ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს მხოლოდ ფოსტალიონის როლში, უნდა ჰქონდეს პირადი პასუხისმგებლობა მის მიერ წარდგენილ ცესკო-ს პროფესიული წევრების სიაზე

პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს მხოლოდ ფოსტალიონის როლში, მას უნდა ჰქონდეს თავისი პირადი პასუხისმგებლობა ცესკო-ს პროფესიული წევრების მის მიერ წარდგენილ სიაზე,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ცესკო-ს პროფესიული წევრების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობენ ისეთი არც პოლიტიკური არც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელსაც ექნება ლეგიტიმაციის ისეთი ხარისხი, რომ მათგან წარდგენილ კანდიდატს ექნება მაღალი ნდობა.

„ერთ-ერთი განსაკუთრებული აქცენტი პროფესიონალური ნიშნით წარსადგენი კომისიის წევრების შერჩევის მექანიზმებზე იყო. ცალსახად არ არსებობს საქართველოში, სამწუხაროდ, არც პოლიტიკური, არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც სხვა რაიმე აკადემიური წრე, რომელსაც ექნება ლეგიტიმაციის ის ხარისხი, რომ მაინც და მაინც მათგან წარდგენილი პირი ან მათი ფილტრგავლილი პირი იქნება მაღალი ნდობით აღჭურვილი. რა თქმა უნდა, კანონმა უფრო კონკრეტულად და გამჭვირვალედ უნდა ასახოს პროფესიული ნიშნით ასარჩევი წევრობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები, მაგრამ პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს მხოლოდ ფოსტალიონის როლში, მას უნდა ჰქონეს თავისი პირადი პასუხისმგებლობა მის მიერ წარდგენილ სიასთან დაკავშირებით. კანონში უნდა იყოს გაწერილი უფრო მკაფიოდ ის კრიტერიუმები, რითაც პრეზიდენტი შეარჩევს, საბოლოო ჯამში, პროფესიული ნიშნით ასარჩევ წევრებს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს, მაგრამ არჩევანი, მე ვფიქრობ, უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს. საკონკურსო კომისია კი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ორგანო, რომლის რეკომენდაციასა და რომლის მიერ გაკეთებულ ფილტრთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა