ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა ციფრულ COVID სერტიფიკატზე მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) ევროპარლამენტთან 20 მაისს ციფრულ COVID სერტიფიკატზე მიღწეულ პოლიტიკურ შეთანხმებას ერთხმად დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. სერტიფიკატის გამოყენება 1-ელი ივლისისთვის დაიწყება. ის ხელმისაწვდომი იქნება ციფრული და ქაღალდის ფორმატით, შეიცავს QR კოდს და გაიცემა უფასოდ.

მასში პირისთვის ჩატარებული აცრების, ტესტებისა და კოვიდისგან განკურნების შესახებ ინფორმაცია შევა. ის ევროპელების თავისუფლად გადაადგილებას უზრუნველყოფს. კორონავირუსთან დაკავშირებული ე.წ. სამოგზაურო „მწვანე სერტიფიკატის“ შემოღების შესახებ ევროპარლამენტმა შეთანხმებას 20 მაისს მიაღწია.

ვაქცინირებულად ჩაითვლება პირი, რომელმაც მედიკამენტების ევროპული სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინით ჩაიტარა ვაქცინაცია. ბარათის მოთხოვნა შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებმაც ჯერ მხოლოდ პირველი დოზა მიიღეს. ამ დროისთვის EMA-ს ავტორიზებული აქვს „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონის“ ვაქცინები. სამოგზაურო მწვანე ბარათის ოფიციალური სახელწოდება იქნება - EU Digital COVID certificate (ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატი).

იხილეთ ვიდეო:ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა ციფრულ COVID სერთიფიკატზე მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე