დონბასში რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა

დონბასში, 21-22 მაისს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10 ჯერ დაირღვა - ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინულ პოზიციებზე 21 მაისს 8-ჯერ განხორციელდა იერიში, რის შედეგადაც სამი ჯარისკაცი დაიჭრა.

შტაბის ინფორმაციით, მათ მოწინააღმდეგეებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, ინციდენტების შესახებ კი ეუთოს ეცნობა. უკრაინის ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი „აღმოსავლეთი“ ასევე ავრცელებს ინფორმაციას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ. ჯგუფის მიერ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი მოქმედების არეალში მოწინააღმდეგე მხარემ 22 მაისს ცეცხლი გახსნა. უკრაინულ პოზიციაზე სნაიპერების იერიშის შედეგად, უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა, რომლის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის მხარე აცხადეს, რომ საპასუხო ცეცხლი მათაც გახსნეს.

იხილეთ ვიდეო: დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა