ანონსი 23 მაისი

23 მაისს, 12:00 საათზე, „,ლელო საქართველოსთვის“ თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების ნაძალადევის და მთაწმინდის რაიონების კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
მის: ვაგზლის მოედანი 2
საკონტაქტო: 579 72 13 14
23 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინიაციატივით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სკოლების პედაგოგებისთვის, სასწავლო მოდულის - „რა ვიცით პარლამენტის შესახებ?", ტრენინგი გაიმართება. შეხვედრას გახსნის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ანა ჩერნიშოვა.
მის: 26 მაისის მოედანი N1, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ".

























