მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 167 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 147.9 მილიონი კი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოფიციალური სტატისტიკით 167 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად კორონავირუსისგან 147.9 მილიონი პაციენტი განიკურნა, ხოლო ამჟამად ინფიცირებულია 15.5 მილიონი ადამიანი.

Worldometers-ის თანახმად, ვირუსს ჯამში 3.46 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს