კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში ქალაქ გომასთან ახლოს ვულკანი ნიირაგონგო გააქტიურდა.

ვულკანის ამოფრქვევის გამო კონგოს ხელისუფლებამ ქალაქიდან ათასობით ადამიანის დაუყოვნებელი ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

BBC-ის ინფორმაციით, ქალაქ გომაში, რომელიც ვულკანიდან 10 კილომეტრში მდებარეობს, 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ვულკანის გააქტიურების შემდეგ ქალაქი ათასობით ადამიანმა უკვე დატოვა. ბოლო მონაცემებით, ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ქალაქ გომას აეროპორტამდე მიაღწია. ვულკანი ნიირაგონგო ბოლოს 2002 წელს ამოიფრქვა, რასაც 250 ადამიანი ემსხვერპლა, 120 000-ზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო