ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად ნიუ-დელიში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება

ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში შეზღუდვების ნაწილი გაუქმდება.

Reuters-ის ინფორმაციით, რეგულაციების ნაწილობრივი მოხსნა მომდევნო კვირიდან დაიწყება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 240 842 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ბოლო 1 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 3 741 ადამიანი ემსხვერპლა. ინდოეთში ეპიდაფეთქება აპრილის ბოლოს და მაისის პირველ ნახევარში მოხდა. ქვეყნის საავადმყოფოებში საწოლებისა და ჟანგბადის ბალონების დეფიციტი გაჩნდა. ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 26.5 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 299 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს