ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე -  ქვეყანაში 2012 წლიდან არის სრული თავისუფლება და დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება

ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება.

"ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა