იტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა ფუნიკულორის კაბინის ვარდნის გამო იტალიის პიემონტის პროვინციაში.

დაშავებულია ორი ბავშვი, რომლებიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

ინციდენტი საბაგირო გზაზე მოხდა, რომელიც ლაგო მაჯორეს ტბის სანაპიროს მონტენორეს მთასთან აკავშირებს, რომლის სიმაღლე 1500 მეტრია.

მედიის ცნობით, ვაგონში 11 ადამიანი იყო. საბაგიროს კაბინა მთის მწვერვალამდე 100 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

არ გამორიცხავენ, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა