ანონსი  24 მაისი

24 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ფონდ „განვითარება და გარემოს“ ორგანიზებით, დაგეგმილია მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის, აღდგენისა და რეაბილიტაციის პროექტის ადგილზე მონახულება.

პროექტს გაეცნობიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ფონდ „განვითარება და გარემოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები.

24 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

24 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე" ფარგლებში გაიმართება მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების ზეპირი მოსმენა.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

24 მაისს, 10:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ახალი პროექტის პრეზენტაციასა და მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

მის: ვოლსკის ქუჩა 7

24 მაისს, 11:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" ონლაინ დისკუსიების სერიის ფარგლებში, ონლაინ ფორმატში გაიმართება "ჯეოქეისის" თავჯდომარის ვიქტორ ყიფიანისა და და იაპონიის ელჩის, იმამურა აკირას დისკუსია თემაზე "იაპონიის საგარეო პოლიტიკა"

ხანგრძლივობა 1 საათი ხილვა შესაძლებელია ბმულზე https://fb.me/e/1oK55cgeL

24 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

24 მაისს, 11:00 საათზე, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები საფრანგეთის ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს შეხვდებიან.

ოთახი N716 (C კორპუსი, VII სართული)

24 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

24 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საია კვლევის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში, 2013-2021“ პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: შოთა რუსთაველის #13

24 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

24 მაისს, 12:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, დისკუსიას - "de facto საგანგებო მდგომარეობის ერთი წელი საქართველოში" გამართავს. დისკუსია ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ, ბმულზე: https://www.facebook.com/IDFI.official/

მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრი, ანა ნაცვლიშვილო; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, თამარ აბაზაძე; მოძრაობა „სირცხვილიას“ დამფუძნებელი, გიგა მაქარაშვილი და IDFI-ის მთავარმა იურისტი, გიორგი დავითური

24 მაისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ლარის გამყარების ტენდენცია - შენარჩუნდება, თუ არა დადებითი ნიშნები სავალუტო ბაზარზე და როგორია პროგნოზი ზაფხულის სეზონისთვის. „ნამახვანჰესის“ ირგვლივ განვითარებული პროცესები - აქციის მონაწილეთა ულტიმატუმი.

მის:კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

24 მაისს, 12:30 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

24 მაისს, 13:00 საათზე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ეკა ბესელია, მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრს „მართლმსაჯულების სახლი" გახსნის. მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი 66 საკონტაქტო: მარიამ ბაციაშვილი - 558123412

24 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

24 მაისს, 15:30 საათზე, პარლამეტნის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება

სხდომას მოწვეულ პირებთან ერთად დაესწრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

24 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

24 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

24 მაისს, 16:00 საათზე, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

24 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ფინალი ონლაინ ფორმატში გაიმართება.

მის.: ვაჟა-ფშაველას #1/პეკინის #40 (საგამოფენო პავილიონის სივრცე)

24 მაისს, 17:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

24 მაისს, 17:00 საათზე, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვიტაუტას იუოზაპაიტისთან ონლაინ შეხვედრა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N704 (C კორპუსი, VII სართული)

24 მაისს, 17:00 საათზე, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ წიგნის „ქალაქი“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: თბილისის საკრებულო, თამარ მეფის დარბაზი

საკონტაქტო: +995 555 50 75 50

24 მაისს, 18.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, განიხილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები და რეგიონებში „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრები პარტიულ აქტივთან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა