Ryanair– თან დაკავშირებული ინციდენტის განხილვა უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა მოხდეს, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი მტკიცებით, ”მინსკის მოქმედებები სრულად შეესაბამებოდა დადგენილ საერთაშორისო წესებს”.
„დასავლეთში სიტუაციის პოლიტიზირებას ახდენენ და ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებენ,“ - განაცხადეს ბელარუსის საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, მინსკში თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"