ნეაპოლის სან კარლოს თეატრში, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატაში“ ბარიტონის მთავარი როლი გიორგი გაგნიძემ შეასრულა

შვიდთვიანი პაუზის შემდეგ ნეაპოლის სან კარლოს თეატრში ცოცხალი შოუ დაბრუნდა.

საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრის ცნობით, 14 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით იტალიის უძველეს საოპერო თეატრში წარმოდგენილი იყო ოპერა - ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, ხოლო ბარიტონის მთავარ როლზე მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მომღერალი გიორგი გაგნიძე იყო მიწვეული, რომელმაც ჟორჟ ჟერმონის პარტია ორ სხვადასხვა შემადგენლობასთან ერთად 7 სპექტაკლში შეასრულა.

მას პარტნიორობას უწევდნენ: ალესანდრა კურსაკი, აილინ პერესი, პიერო პრეტი, ივან მაგრი. სპექტაკლს ბრიტანელი მაესტრო კარელ მარკ ჩიჩონი დირიჟორობდა.

„ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე, რომელიც ძალზედ დაფასებულია სან კარლოში, ჟორჟ ჟერმონის პერსონაჟს გამორჩეული ხმით ამკობს: ლამაზი ტემბრით, იგი დამაჯერებლად დომინირებს ტექსტზე, დემონსტრირებას ახდენს საუკეთესო ლეგატოსი და ყოველთვის ადეკვატურად გვიშლის ხმის დიაპაზონს. ის არის უფრო მეტად ავტორიტეტული მამა, ვიდრე ავტორიტარული, ღირსეული, ზომიერი ინტერპრეტაციისას და მუდამ ელეგანტური სიმღერის ხაზის ჩვენების დროს. ტრიოს შესრულებისას, გიორგი გაგნიძე იყო საუკეთესო“,- ნათქვამია იტალიური გამოცემა L’Ape Musicale-ის სტატიაში.

ასევე რეცენზია, რომელიც დაიბეჭდა Vesuviolive - ში ნათქვამია, რომ გიორგი გაგნიძის მიერ შესრულებული ჟერმონი მამის პარტია უფრო მეტ სიღრმეს იძენს ამ გამორჩეულად ინტიმურ ვერსიაში.

„მასში გამოიკვეთება იერარქიული, მაგრამ ამასთანავე, ნამდვილად მამობრივი გრძნობები, რომელსაც ძალუძს შეიგრძნოს მიყენებული ტკივილი. მისი სიმღერის საიუველირო ნიმუში „Di Provenza il mar, il sol“, რომელიც წარმოადგენს უშფოთველობის ნამდვილ ოაზისს ვნებების ქარცეცხლში, შესანიშნავად შეასრულა ქართველმა ბარიტონმა,“- ნათქვამია რეცენზიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა