I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა მასშტაბური წვრთნები ჩაატარა

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების 4-დღიანი წვრთნები ჩაატარა, რომელიც დღისა და ღამის პირობებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მე-11 ქვეითი ბატალიონის ბრავო „ასეულის“ წვრთნებს ამერიკელი ინსტრუქტორები დაესწრნენ. მათ ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის მომზადების დონე დადებითად შეაფასეს.

„წვრთნები მოწინააღმდეგის შეკავების, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებასა და თავდასხმაზე გადასვლის კომპონენტებს შეიცავდა. „ბრავო“ ასეულს მხარს საარტილერიო ბატალიონი 152 მმ დანა ბატარეა, 120 მმ ნაღმმტყორცნთა ჯგუფი, სატანკო ოცეული და სნაიპერთა ჯგუფი უჭერდა.

სწავლების მიზანს თავდაცვითი ოპერაციების წარმოება, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება და ასეულის პირადი შემადგენლობის მომზადების შეფასება წარმოადგენდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა მასშტაბური წვრთნები ჩაატარა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა